ქაბულში მომხდარ ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ქაბულში, შიიტების საპროტესტო აქციაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად. „ბი-ბი-სის“ ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. დაშავებულია ათობით ადამიანი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
შიიტები საპროტესტო აქციაზე ბამიანის პროვინციაში ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ შორის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას მოითხოვდნენ. ეს პროვინცია ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები