ერევნის პოლიციის განყოფილებიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია

ერევანში, პოლიცის შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ სომხეთის უშიშროების სამსახურში აცნობეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიღწეულია შეთანხმება მძევლობიდან პოლიციის გენერალ-მაიორის, ვარდან ეგიაზარიანის და პოლკოვნიკის, ველერი ოსიპიანის გათავისუფლების შესახებ.
შეიარაღებული პირები ერევნის პოლიციის განყოფილებაში 17 ივლისს შეიჭრნენ და მძევლად 7 ადამიანი აიყვანეს. თავდამსხმელები ერთ-ერთი ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენლის, ჟეირარ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ. თავდასხმის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები