ერდოღანის გადაწყვეტილებით, ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა

თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გაიზარდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კანონს ხელი უკვე მოაწერა.
ამასთან, თურქეთის ხელისუფლებამ 2 ათასზე მეტი ორგანიზაციის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, აღნიშნული დაწესებულებები ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან არის დაკავშირებული.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, თურქეთში ათასზე მეტი კერძო სკოლა, 1200 ფონდი და საქველმოქმედო ორგანიზაცია, 19 პროფკავშირი, 15 უნივერსიტეტი და 35 სამედიცინო დაწესებულება იხურება.
თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულაჰ გიულენს 15 ივლისს ღამით მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს, თავად გიულენი, რომელიც აშშ-ში იმყოფება, ბრალდებებს უარყოფს და შეიარაღებულ ამბოხს გმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები