ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, სამხედრო პილოტმა ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ მზად არის უკრაინის პრეზიდენტი გახდეს და ქვეყანას დიქტატურის პრინციპებით უხელმძღვანელოს. სავჩენკო თქმით, უკრაინის მთავრობა უღირსი ადამიანებისგან შედგება, რომელმაც მისი იმედები არ გაამართლა.
„იმისთვის, რომ ჩატარდეს ნამდვილი რეფორმები, აღმოიფხვრას კორუფცია, აუცილებელია დიქტატურა, აუცილებელია ადამიანი, რომელსაც ყველაფერი თავის ხელში უჭირავს“, – განაცხადა სავჩენკომ.
სავჩენკო დარწმუნებულია, რომ სწორედ დიქტატურა შეუწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას და ძალაუფლებას ხალხს დაუბრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები