გერმანული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ალი დევიდ სონბოლია

გერმანული მედია თავდამსხმელის ვინაობას ასახელებს, რომელიც მიუნხენის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი ეროვნებით ირანელმა, 18 წლის ალი დევიდ სონბოლია. ის გერმანიის მოქალაქეა და ბოლო ორი წელია მიუნხენში ცხოვრობდა.
თავდასხმის მოტივები ამ დრომდე უცნობია. პოლიცია ამ ფაქტს ჯერჯერობით ტერაქტის კვალიფიკაციას არ აძლევს.
შეგახსენებთ, რომ სროლა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში გუშინ საღამოს მოხდა. პისტოლეტით შეიარაღებულმა პირმა იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 9 და დაიჭრა 16 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები