ქაბულში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა, დაჭრილია 207 ადამიანი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
აფეთქება შიიტების საპროტესტო აქციაზე მოხდა, რომლებიც ხელისუფლებას ბამიანის პროვინციის მიმართ არასათანადო ყურადღებაში ადანაშაულებდნენ. „ისლამური სახელმწიფოს“ ინფორმაციით, ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები