პაველ შერემეტი მინსკში დაკრძალეს

ჟურნალისტი პაველ შერემეტი მინსკში მამის გვერდით დაკრძალეს. მანამდე, მინსკის ერთ-ერთ ტაძარში შერემეტთან გამომშვიდობების ცერემონია გაიმართა. ცნობილი ჟურნალისტის დაკრძალვის ცერემონიას უკრაინის ოფიციალური პირები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
პაველ შერემეტი 20 ივლისს, დილით კიევში მოკლეს. დაუდგენელმა პირებმა მის კუთვნილ ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონჯაჟეს. მანქანის აფეთქების შედეგად ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები