გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოში 30 ათასი ტერორისტია

ამჟამად მსოფლიოს 100 ქვეყნის 30 ათასზე მეტი ადამიანი ასე თუ ისე ტერორისტულ ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ნიუ–იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს ანტიტერორისტული კომიტეტის წარმომადგენელმა ჟან პოლ ლაბორდემ განაცხადა.
„ისლამური სახელმწიფო“ რეალურ ტერორისტულ ორგანიზაციად იქცა და ის, დანაკარგების მიუხედავად, საკმაოდ სახიფათოა. მხოლოდ რამადანის პერიოდში მათ მსოფლიოს 16 ქვეყანაში 393 ტერაქტი მოაწყვეს“ – აცხადებს ლაბორდე.
მისი თქმით, ტერაქტების უმეტესობა ერაყსა და სირიაში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები