ალეპოში აფეთქების შედეგად სამთავრობო ძალების 38 სამხედრო დაიღუპა

ალეპოში მომხდარი აფეთქების შედეგად სირიის სამთავრობო ძალების 38 სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა ალეპოს სატრანსპორტო პოლიციის ყოფილი შენობის ქვეშ გვირაბი გათხარეს და შენობის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს.
ბოლო ოთხი წელია ალეპო შუაზეა გაყოფილი. ქალაქის დასავლეთ ნაწილს ბაშარ ასადის ძალები აკონტროლებენ, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილს- ოპოზიციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები