ლიბიაში ქალაქ სირტზე შეტევა გრძელდება

ლიბიაში სამთავრობო ძალები ქალაქ სირტზე შეტევას განაგრძობენ. ეს დასახლებული პუნქტი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დასაყრდენია. სამთავრობო ძალებმა უკვე დაიკავეს ქალაქის ცენტრი, თუმცა სირტის ზოგიერთ რაიონში კვლავ „ბოევიკები“ რჩებიან.
ლიბიელი სამხედროების განცხადებით, ქალაქის ცენტრის აღების ოპერაციის დროს მატ 50-ზე მეტი დაღუპული „ბოევიკის“ ცხედარი აღმოაჩინეს. სამთავრობო ძალების მხრიდან სულ მცირე 22 სამხედრო დაიღუპა და 175 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები