იჯირლიყის ბაზა თურქეთში ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს

თურქეთში იჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზა, რომელსაც საერთაშორისო კოალიციის ავიაცია იყენებს, ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირბს.
როგორც ჟურნალისტებს კოალიციური ძალების პრესმდივანმა კრისტოფერ გარვერმა განუცხადა, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ბაზის ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
„ბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დარჩა. ოპერაცია ჩვეულ რეჯიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნა გარვერმა.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო ამბოხების შემდეგ იჯირლიყის სამხედრო ბაზის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები