ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა, 90 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
წყალდიდობა კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია, რის გამოც საკუთარი სახლები 16-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, წყალდიდობამ 1,5 მილიონ ჰექტარზე მოსავალი გაანადგურა. ზარალი 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები