თურქეთში ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს

თურქეთში ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს. ისინი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პრეზიდენტის გვარდიაში 2 500 ადამიანი მუშაობს, ისინი ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში არიან დისლოცირებული.
მანამდე თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნურეტინ ჯანიკლიმ განაცხადა, რომ ამბოხებასთან კავშირში 60 ათასი ადამიანია ეჭვმიტანილი. მათი ნაწილი დაკავებულია, ნაწილი კი სამსახურიდან გათავისუფლებული. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ დაკავებები გაგრძელდება. დაკავებულებს შორის 9 ათასი პოლიციელია, 2 ათასი მოსამართლე და 6 ათასი სამხედრო, ასევე უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები და დეკანები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები