სირიაში კიდევ ერთი რუსი სამხედრო დაიღუპა

სირიაში, ალეპოს პროვინციაში კიდევ ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე ნიკიტა შევჩენკო დაპირისპირებული მხარეების შერიგების ცენტრის კოლონასთან ერთად მოძრაობისას დაიღუპა. მისი ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. შევჩენკო მე-14 რუსი სამხედროა, რომელიც სირიაში დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები