ჰილარი კლინტონმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

„დემოკრატიული პარტიის“ ყველაზე რეალურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატად ვირჯინიის შტატის სენატორი ტიმოტი კეინი დაასახელა. ამის შესახებ მან ტვიტერში დაწერა.
ფილადელფიაში ორშაბათს „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობა იხსნება, რომელზეც ოფიციალურად დასახელდებიან ამ პარტიის კანდიდატები აშშ-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.
ექსპერტები ვირჯინიის შტატში „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის არჩევნებზე სერიოზულ კონკურენციას ელიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები