ოლანდმა მიუნხენში მომხდარ ფაქტს საზარელი ტერაქტი უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას საზარელი ტერაქტი უწოდა. მისი თქმით, თავდასხმის მიზანი გერმანიაში პანიკის შექმნა იყო.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენჯერმე გაისროლა.  სროლის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი დაიჭრა.  მათ შორის სამი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. თავდამსხმელი 18 წლის ირანელია, რომელმაც თავი მოიკლა. მისი ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 1 კილომეტრში აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები