მიუნხენის პოლიცია: თავდამსხმელმა თავი მოიკლა – ის მარტო მოქმედებდა

“ჩვენ აღმოვაჩინეთ მამაკაცის ცხედარი, რომელმაც თავი მოიკლა, ის მარტო მოქმედებდა”, – თავდამსხმელის შესახებ განცხადება მიუნხენის პოლიციამ ტვიტერის  გვერდზე გამოაქვეყნა.
ამ წუთებში ადგილობრივი შსს პრესკონფერენციას ატარებს, სადაც სავარაუდოდ,  მომხდარის დეტალებზე ისაუბრებენ.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი 18 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი იყო. წარმოშობით ის ირანელი იყო.
პოლიცია მოსახლეობას კვლავ მოუწოდებს, არ დატოვონ საცხოვრებლები და არ ისარგებლონ ღამის საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
უცხოური მედია ასევე წერს ე.წ. “გახსნილი კარის” შესახებ. მიუნხენის მცხოვრებლები, მოქალაქეებს, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის გამო, გადაადგილება ვერ შეძლეს, თავშესაფარს სთავაზობენ.
მათთვის ვინც სახლში მისვლა ვერ მოახერხეს, ღიაა მიუნხენის ყველა მეჩეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები