რა კავშირია ბრეივიკის მიერ ჩადენილ ტერაქტებსა და მიუნხენის მოვლენებს შორის – ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა

სოციალური ქსელების მომხმარებლები და ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალება აქტიურად წერენ 5 წლის წინანდელი მოვლენების კავშირზე მიუნხენში, გუშინ მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან.
gfj2011 წლის 22 ივლისი. ოსლო.
ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის მთავარმა ორგანიზატორმა და შემსრულებელმა, ანდერს ბერინგ ბრეივიკმა საპატიმრო დაწესებულებაში კიდევ 16 წელი უნდა დაჰყოს. მის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე.
5 წლის შემდეგ, 22 ივლისს შეიარაღებული თავდასხმა უკვე გერმანიაში, მიუნხენში ხდება. ამ ორი სისხლიანი მოვლენის კავშირზე დღეს მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ.
ოფიციალური უწყებები, მიუნხენში მომხდარ ტერაქტზე საუბრობენ, თუმცა, დაზუსტებით არც ამ ვერსიას ავითარებენ.
აღსანიშნავია, რომ მომხდარზე, ამ ეტაპზე, პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები