ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი: მსოფლიო სოლიდარობას გვიცხადებს!

მიუნხენის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრ “ოლიმპიაზე” მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი გამოეხმაურა: 
 
“ამ მოვლენის შედეგად დაზარალებულ ყველა მოქალაქეს სოლიდარობას ვუცხადებთ, ასევე,  მათ ნათესავებსა  და მეგობრებს.  ჩვენი სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ, რათა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ. ბოლო რამდენიმე საათია  მთელი მსოფლიოსგან მოგვდის შეტყობინებები –   ისინი სოლიდარობას გვიცხადებენ.  უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მომენტში,  ჩვენი ევროპელი მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები ჩვენს გვერდში არიან “, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
მიუნხენის ცენტრში შეიარაღებულ თავდასხმას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა.
“მთელი ევროპა ახლა მიუნხენის გვერდითაა”, – წერს ის.
ფაქტის გამო სოციალურ ქსელში მწუხარება ბარაქ ობამამ, იანს სტოლტენბერგმა  და მსოფლიოს სხვა ლიდერებმაც  გამოხატეს.
 გერმანიას დახმარება შესთავაზა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
“შოკირებული და შეძრწუნებული ვარ მომხდარის გამო”, – ნათქვამია ბორის ჯონსოსნის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები