უცხოური მედია: ერთ-ერთი გარდაცვლილის ცხედარზე ბომბია მიმაგრებული

მიუნხენში მომხდარ დანაშაულზე  ამ დროისთვის არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა და არც სროლის მოტივია ცნობილი.
ადგილობრივი პოლიცია მოქალაქეებს სთხოვს,  ნუ აქვეყნებენ ვიდეოებს და ფოტოებს საჯაროდ, და, რომ, უპრიანი იქნება,  დანაშაულის ამსახველი ყველა მასალა მათ გაუგზავნონ და ამით საზოგადოება სამართალდამცველებს თავდამსხმელების დაკავებაში დაეხმარება.
ახლახან უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ ნაპოვნ მეცხრე ცხედარზე, სავარაუდოდ, ბომბია მიმაგრებული და ამ წუთებში პოლიცია მას ე.წ “რობოტის” მეშვეობით ამოწმებს.
“სქაი ნიუსი”-ს ცნობით კი,  მოკლულს წითელი ზურგჩანთა აქვს.
აღნიშნული ინფორმაცია, ამ დროისთვის ოფიციალურ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
მიუნხენში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები, ვერტმფრენები.
ადგილობრივი პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, არ ისარგებლონ ღამის საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ქუჩაში სიარულს მოერიდონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები