ფედერიკა მოგერინი: ევროპა გერმანიის გვერდით დგას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი მიუნხენში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა და გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა.
“ჩვენი ფიქრი დაღუპულებთან, მათ ოჯახებთან და გერმანელ ხალხთანაა. ევროპა გერმანიის გვერდით დგას”, – განაცხადა ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ.
მიუნხენში სროლას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი პოლიცია 3 თავდამსხმელს ეძებს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები