მიუნხენის პოლიცია მოსახლეობას მიმართავს: ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ თავდამსხმელები მიიმალნენ და ისინი საშიშები არიან

მიუნხენის პოლიცია სავაჭრო ცენტრში სროლების შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
როგორც ადგილობრივი მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, არიან დაჭრილებიც, თუმცა მათი ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
სპეცსამსახურები სამ თავდამსხმელს ეძებენ, რომლებმაც ცენტრში ცეცხლი გახსნეს.
“ვაფრთხილებთ მიუნხენის მოსახლეობას, რომ თავდამსხმელები მიიმალნენ და ისინი საშიშები არიან”, – აცხადებს პოლიცია.
მიუნხენში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობა. თავდასხმა ქალაქში სამ ადგილას მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები