“მე გერმანელი ვარ! ალაჰ აქბარ!” – “დეილი მეილი” ერთ-ერთი თავდამსხმელის შესახებ წერს

გერმანელი სამართალდამცველები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას, რომ მიუნხენში მომხდარი სროლები “ისლამური სახელმწიფოსთან” არის კავშირში. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.  უფრო ადრე ბავარიის პოლიციამ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
უცხოურ მედიაში თავდამსხმელების შესახებ არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება.
“დაილი მეილი” თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სროლის წინ შესძახა: “მე გერმანელი ვარ! “ალაჰ აქბარ!” მან სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს, “მაკდონალდსის” წინ გამვლელებს, მათ შორის ბავშვებს გაუხსნა ცეცხლი.
ტელეკომპნია ” სქაი ნიუსის” ცნობით კი, არსებობს ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია ერთ-ერთი ბოროტმოქმედის შეძახილი: “მე გერმანელი ვარ, მე აქ დავიბადე!”
გერმანული გამოცემა “ფოკუსი” იუწყება, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.  გავრცელდა ინფორმაციაც, რომ მან სროლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“სქაი ნიუსის” ცნობით, სამიდან ერთი ბოროტმოქმედი, შესაძლოა, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები