მიუნხენში მომხდარი სროლების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება

მიუნხენში მომხდარი სროლების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
Abendzeitung თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება,რომ მომხდარის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი.
ამასთან, სხვადასხვა მედიით, ასევე წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია ექვსი დაღუპულის შესახებ.
რაც შეეხება დაჭრილების რაოდენობას, ამ დროისთვის ზუსტი ციფრი უცნობია.
“დოიჩე ველე“ გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიუნხენში სროლები სამ ადგილზე განხორციელდა – ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე.
ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები