ბარაკ ობამა გერმანიას მიუნხენში მომხდარი სროლის გამო სამძიმარს უცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიას მიუნხენში მომხდარი სროლის გამო სამძიმარს უცხადებს. ბარაკ ობამას თქმით, ვაშინგტონი მზად არის, გერმანიის ხელისუფლებას დახმარება აღმოუჩინოს. „ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა მიუნხენში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც შესაძლოა, დაშავდა. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, აღმოვუჩინოთ ყველა დახმარება”,- აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
“დოიჩე ველე“ გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუნხენში სროლები სამ ადგილზე განხორციელდა – ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე. არსებული ინფორმაციით, სროლების შედეგად დაღუპულია 15-ზე მეტი ადამიანი, დაჭრილების რაოდენობის შესახებ ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები