მიუნხენში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

გერმანიაში, მიუნხენში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც „დოიჩე ველე“ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იტყობინება, სროლები ქალაქში სამ ადგილზე განხორციელდა – ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებიდან არ გავიდნენ. ბავარიის პრემიერ-მინისტრი ხორსტ ზეეჰოფერი და შს მინისტრი იოაჰიმ ჰერმანი საგანგებო შეხვედრას გამართავენ.
ამასთან, ვრცელდება ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, როგორ უწევს სამედიცინო დახმარებას მედპერსონალი დაჭრილ ადამიანებს.
არსებული ინფორმაციით, სროლების შედეგად დაღუპულია სულ მცირე, 15 ადამიანი. დაშავებულების შესახებ ზუტი მონაცემები ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები