მიუნხენის სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნეს

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები ამ წუთებში სპეცოპერაციას ატარებენ. სავაჭრო ცენტრი, სადაც გასროლა მოხდა, სამართალდამცველებმა დახურეს. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ავღანელი მიგრანტი ბავარიაში, ერთ-ერთ მატარებელში მგზავრებს ნაჯახით დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი. 14 კი, შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გააფრთხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები