„შარლ დე გოლი“ სპარსეთის ყურეში დაბრუნდება

ფრანგული ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ სექტემბერში სპარსეთის ყურეში დაბრუნდება, რათა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თავდაცვის და უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ცნობისთვის, „შარლ დე გოლზე“ დისლოცირებულმა თვითმფრინავებმა სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებზე“ პირველად ავიადარტყმა გასული წლის 23 ნოემბერს განახორციელეს. ავიამზიდზე 18 Rafale-ს ტიპის ავიაგამანადგურებელი 8 მოიერიშე თვითმფრინავი და ორი რადიოსალოკაციო დაზვერვის თვითმფრინავია ბაზირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები