„ბრექსიტმა“ დიდ ბრიტანეთში ბიზნესაქტივობა შეანელა

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმის შედეგებმა ქვეყანაში ბიზნესაქტივობის მკვეთრი შენელება გამოიწვია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ყველაზე სერიოზული კრიზისია 2008 წლის შემდეგ. ბოლო მონაცემებით, PMI-ის მყიდველობითი ინდექსი 47,7-მდე შემცირდა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. ამ ინდექსის 50-ზე დაბლა კლება ეკონომიკის ზრდის შეჩერებას ნიშნავს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეკონომიკური პრობლემები შიდა და არა გარე ფაქტორებით არის გამოწვეული, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაზე მათი გავლენა უფრო მწვავე იქნება. ეს ზუსტად ის არის, რასაც ექსპერტები რეფერენდუმამდე პროგნოზირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები