ვენესუელაში პურის უკმარისობის გამო „მაკდონალდსში“ ჰამბურგერებს აღარ ყიდიან

ვენესუელაში პურის უკმარისობის გამო „მაკდონალდსში“ ბურგერების და „ბიგ-მაკების“ გაყიდვა შეჩერდა. პრობლემები კორპორაცია Arcos Dorados Holdings-ს შეექმნა, რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნებში სწრაფი კვების 2 ათასზე მეტ რესტორანს ფლობს. სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, ეს პრობლემა დროებითია. ამასთანავე, სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ ქალაქში „მაკდონალდსის“ რესტორნები მუდმივად დახურულია. ვენესუელაში ბოლო თვეებში კვების პროდუქტების, მედიკამენტების და სხვა პირველადი მნიშვნელობის საქონლის დეფიციტი შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები