სარგსიანი პოლიციაზე თავდასხმის მონაწილეებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მოუწოდა ერევანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის მონაწილეებს, იარაღი დაყარონ და მძევლები გაათავისუფლონ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ეს სომხეთის პრეზიდენტის პირველი კომენტარია ამ თემაზე.
„ყველა საკითხი სომხეთის კონსტიტუციის და კანონების დაცვით გადაიჭრება. პირადი ანგარიშსწორების ყველა მცდელობა კანონის ძალით აღიკვეთება“, – განაცხადა სარგსიანმა.
მისი თქმით, სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარებისთვის ყველა აუცილებელი მეთოდი იქნება გამოყენებული.
შეგახსენებთ, რომ კვირას შეიარაღებული პირები ერევანში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ და მძევლები აიყვანეს. ოთხშაბათს შეიარაღებული პირების მომხრეებმა პოლიციის განყოფილებასთან აქცია მოაწყვეს და პოლიციას ქვები დაუშინეს. სამართალდამცველებმა 136 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები