უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი – „სავჩენკოს სიტყვებმა შოკში ჩამაგდო“

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს სიტყვებმა იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს ბოდიში უნდა მოუხადონ, ის შოკში ჩააგდო.
სავჩენკომ უკრაინის „მე-5 არხის“ ეთერში განაცხადა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან საუბარი და ბევრი რამის პატიება მოუწევთ.
როგორც გერაშენკომ ფეისბუქში დაწერა, მან თავდაპირველად საკუთარ ყურებს არ დაუჯერა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ ის ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები