აშშ-ში ეთნიკურად რუსს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
აშშ-ის ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ფიშენკოს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფიშენკოს აშშ-დან სამხედრო დანიშნულების მიკროელექტრონიკა გამოჰქონდა. საუბარია 2008-დან 2012 წლებში გატანილ ელექტრონიკაზე, რომლის ფასი მილიონობით აშშ დოლარს შეადგენდა. ფიშენკოსთან ერთად კიდევ სამი ადამიანია დაკავებული.