დონალდ ტრამპი „რესპუბლიკური პარტიიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატობას ოფიციალურად დათანხმდა
მილიარდერი დონალდ ტრამპი ოფიციალურად დათანხმდა „რესპუბლიკური პარტიიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატობას. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ტრამპმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის შეერთებულ შტატებს უფრო უსაფრთხო ქვეყნად აქცევს. მანამდე ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე ხმათა უმრავლესობა მიიღო. „დემოკრატიული პარტია“ საკუთარ კანდიდატს მომავალ კვირას გამოაცხადებს. ყველაზე რეალური კანდიდატია ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.