სომხეთში დაკავებული დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

სომხეთის დედაქალაქში დაკავებული დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ერევანში დაკავებულებს ბრალად პოლიციელებზე თავდასხმა და არეულობის ორგანიზება ედებათ.
შეტაკება ქალაქის ცენტრში, პოლიციის შენობასთან მოხდა, სადაც მეხუთე დღეა შეიარაღებულ პირებს სამართალდამცველები ჰყავთ მძევლად აყვანილი და პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებას მოითხოვენ.
მომიტინგეებმა შენობაში შესვლა და საკვების შეტანა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები ესროლეს, სამართალდამცველებმა კი აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს. დაპირისპირების შედეგად 51 ადამიანი დაშავდა, 136 მომიტინგე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები