თურქეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეაჩერა

თურქეთმა დროებით შეაჩერა ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება. ამის მიზეზად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სახელდება. კონვენციის დროებითი შეჩერების შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ნუმან კურტულმუსმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები ამ გადაწყვეტილებით არ დაზარალდება. კურტულმუსი საფრანგეთის გამოცდილებას დაეყრდნო, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამო კონვენციის მოქმედება ასევე შეჩერებულია. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თავის მხრივ, კურტულმუსმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა, თვენახევარში გაუქმდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები