საფრანგეთის სენატმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის სენატმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 6 თვით გაგრძელებას მხარი დაუჭირა. მანამდე ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთის ეროვნული კრების დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილება საფრანგეთის ხელისუფლებამ ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მიიღო. ტერორისტი, რომელიც სატვირთო ავტომანქანას მართავდა, სანაპიროზე შეკრებილ ადამიანებში შევარდა და მათ ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა. ნიცაში მომხდარმა ტერაქტმა შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მიგრაციულ პოლიტიკაზე და ევროპელ ლიდერებს „ღია კარის პოლიტიკა“ შეაცვლევინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები