ბრიტანული წყალქვეშა ნავი გიბრალტარის სანაპიროსთან სატვირთო გემს შეეჯახა

დიდი ბრიტანეთის ფლოტის ერთ-ერთი უახლესი წყალქვეშა ნავი Ambush-ი ჰგბრალტარის სანაპიროსთან სატვირთო გემს შეეჯახა. ინციდენტი წვრთნების დროს მოხდა. ორივე გემმა შეჯახების შედეგად უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. წყალქვეშა ნავი Ambush-ი უახლესი ხომალდია. დიდ ბრიტანეთს მსგავსი ტიპის სამი წყალქვეშა ხომალდი აქვს. მათი მშენებლობა 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაჯდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები