შაქრო კალაშოვის წინააღმდეგ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის ბრალდებით საქმე აღიძრა

„კანონიერი ქურდის“ შაქრო კალაშოვის, იგივე „შაქრო მალადოის“ წინააღმდეგ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
შაქრო კალაშოვი 11 ივლისს მოსკოვში დააკავეს. ის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი. კალაშოვს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. „დედ ჰასანის“ დაღუპვის შემდეგ „შაქრო მალადოი“ რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები