ხმელთაშუა ზღვაში 22 მიგრანტი დაიღუპა
ხმელთაშუა ზღვაში 22 სირიელი მიგრანტი დაიღუპა. ისინი რეზინის ნავით ევროპის სანაპირომდე მიღწევას ცდილობდნენ. დაღუპულთა უმეტესობა ქალები არიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველებმა 200-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, რომლებიც ასევე რეზინის ნავებით ევროპის სანაპირომდე ჩასვლას ცდილობდნენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბიის სანაპიროზე 110 გვამი გამოირიყა. ეს ადამიანებიც, სავარაუდოდ, ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ.