კალინინგრადის ოლქში ძაღლის დაკბენის შედეგად ოთხი წლის ბავშვი დაიღუპა

ოთხი წლის ბავშვი, რომელმაც რუსეთის კალინინგრადის ოლქში ძაღლის დაკბენის შედეგად სხეულის მრავლობითი ჭრილობა მიიღო, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, მარიანა ანდრიუშინას ინფორმაციით, ბავშვს დობერმანის ჯიშის ძაღლი დაესხა თავს, რომელიც ამავე ოჯახს ეკუთვნოდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, სასწრაფო დახმარება ბავშვის დედამ გამოიძახა. ექიმების ყველა მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები