გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე პატიმრობაში რჩება

თბილისის საქლაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, დავით ჩხიტუნიძე პატიმრობაში რჩება.
მოსამართლის განცხადებით, საქმეში არსებითი ახალი გარემოება არ გამოკვეთილა და გადაწყვეტილება ძალაში რჩება. შესაბამისად, მან ჩხიტუნიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიზანშეწონილად ცნო.
შეგახსენებთ, დავით ჩხიტუნიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. როგორც სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, მან უკანონოდ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირები გამოიყვანა. დავით ჩხიტუნიძეს ძებნილის სტატუსი აქვს. პროცესზე არ გამოცხადდა მისი ადვოკატი. მოსამართლემ ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები