რუსთავში ლეკვის წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რუსთვში ლეკვის წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
“ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის” ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე დღის წინ შემზარავი ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ნაწამები ლეკვი იყო ასახული. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ახლად დაბადებული ცხოველი რუსთავიდან თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები