შერემეტის მკვლელობის გამოძიებაში FBI-ის წარმომადგენლები ჩაერთნენ

ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს მოხდარს. ასევე გამიძიებაში ევროპოლიც მიიღებს მონაწილეობას.
ცნობილი რუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი კიევში, გუშინ, ავტომობილის აფეთქების დროს დაიღუპა. კიევის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრემ 400-დან 600 გრამამდე ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები