ექსპერტი: ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის იარაღზე აღმოჩენილი დნმ ლევან მექვაბიშვილს ეკუთვნის
პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილის პროცესზე სამხარაულის ექსპერტები დაიკითხნენ. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ჩაქუჩზე აღმოჩენილი დნმ ბრალდებულის გენეტიკურ პროფილს ეკუთვნის.
ექსპერტებმა მათ მიერ გაცემული დასკვნები დაადასტურეს, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ნივთმტკიცებებზე მექვაბიშვილის კვალი აღმოჩნდა. ამასთან, ბრალდებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.