ბერლინში სატვირთო ავტომობილი აფეთქდა

ბერლინის ფრიდრიხშტაინის მოედანზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. ამის შესახებ გამოცემა „ბილდი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება სატვირთო ავტომობილის და სკუტერის შეჯახებას მოჰყვა.
სკუტერის მძღოლი მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სატვირთო ავტომობილი კი მთლიანად დაიწვა. ასევე ცნობილი გახდა, რომ სატვირთო ავტომობილს სკუტერები გადაჰქონდა. შეჯახების შემდეგ საწვავი დაიღვარა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები