გია ვოლსკი: სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობა მომავალმა პარლამენტმა უნდა დაასრულოს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საგანი არ გახდება.
ფრაქციის ლიდერის აზრით, სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობა მომავალმა პარლამენტმა უნდა დაასრულოს, რომელსაც ამომრჩევლის ახალი მანდატი ექნება მიღებული.
“ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე საუბარი არ ყოფილა. ამას გარკვეული მიზეზები აქვს – ეს მხოლოდ ტექნიკური მიზეზი არ არის. არსებობს პოლიტიკური საფუძველი, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის საკითხი ახალმა უმრავლესობამ განიხილოს, რომელსაც საზოგადოების შესაბამისი მანდატი ექნება.
ჩვენ არ გვაქვს ერთიანი პოზიცია. უმრავლესობის კვორუმის შეკრება ერთი საკითხია, რაც წინასაარჩევნო პერიოდში რთულია, მაგრამ მეორე საკითხია, თემებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება, რაც მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით რეალურად ვერ მოხდა. უპრიანი და საზოგადოებისთვის მისაღები იქნება ამ თემებზე ახლა პარლამენტმა იმსჯელოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის დავალებით, საპარლამენტო ფრაქციებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა მოამზადონ.
აღნიშნული საკითხის მოსამზადებლად, საპარლამენტო ფრაქციებს დრო სექტემბრის დასაწყისში, დანიშნულ პლენარულ სხდომამდე, მიეცათ. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ლევან ბოძაშვილის, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურები ოფიციალურად დარეგისტრირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები