ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
გირაოს სახით ლევან როსტოშვილმა 150 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს,  იგივე თანხის გადახდა მოუწევს ლაშა კურტანიძეს. გირაოს თანხა მათ 5 დღის განმავლობაში უნდა დაფარონ.
როსტოშვილი და კურტანიძე 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები