თურქეთის შეიარაღებულ ამბოხებასთან კავშირში 45 ათასი ადამიანია ეჭვმიტანილი

თურქეთში შეიარაღებულ ამბოხებასთან კავშირში  სულ მცირე 45 ათასი ადამიანია ეჭვმიტანილი, მათგან ზოგი დააკავეს, ზოგი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ეჭვმიტანილებს შორის, სამხედროების და პოლიციელების გარდა, მასწავლებლები, უნივერსიტეტების დეკანები და ჟურნალისტები აღმოჩნდნენ. საერთო ჯამში, სამსახურიდან გათავისუფლებულია 15 ათასი მასწავლებელი, 1500 დეკანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 ათასი თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს 1500 თანამშრომელი და პრემიერ-მინისტრის აპარატის 250 თანამშრომელი. ასევე დაკავებულია 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე, სამსახურიდან გათავისუფლებულია 3 ათასი მოსამართლე.
თურქეთში შეიარაღებული ამბოხება 15 ივლისს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები