ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს მოკლულის მამა – „ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, მათ არაადამიანობას და არაკაცობას ვუკავშირებ“

“არაადამიანობას და არაკაცობას ვუკავშირებ ამ ტრაგედიას“, – ამის შესახებ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაზარალებულმა ოთარ სურმანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სასამართლო პროცესზე ე.წ. ნავთლუღის სპეცოოპერაციის საქმე იხილება, სადაც სპეოპერაციის დროს გარდაცვლილი რომან სურმანიძისა და მარად ართმელიძის ოჯახის წევრები დაიკითხნენ.
საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, გია დგებუაძეს, მეტსახელად მასტერასა და კუდ-ის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას აქვთ წაყენებული.
როგორც დღევანდელ პროცესზე რომან სურმანიძის მამამ აღნიშნა, სპეცოპერაცია საზოგადოებაში შიშის დასანერგად და ციხეზე ზეწოლის მოსახდენად განხორციელდა.
“არაადამიანობას და არაკაცობას ვუკავშირებ ამ ტრაგედიას. ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, მათ არაადამიანობას და არაკაცობას ვუკავშირებ. შიშის სინდრომის გამო ჩაატარეს სპეცოპერაცია ნავთლუღის ავტოსადგურში და შემდეგ ციხეზე ზეწოლა რომ მოეხდინათ, რაც გააკეთეს კიდეც. 2006 წლიდან, ახალი ხელისუფლების მოსვლამდე მივმართეთ პროკურატურას საჩივრით და მივიღეთ პასუხი, რომ იყვნენ ტერორისტები და ჩავცხრილეთო. ამის შემდეგ მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც ჩვენ გვცნო დაზარალებულად”, – განაცხადა ოთარ სურმანიძემ.
ადვოკატის კითხვაზე – უნახავს თუ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება და გაეცნო თუ არა ის დოკუმენტს, ოთარ სურმანიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პირადად არ უნახავს და რადგანაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრები საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულებად აღიარა, ჩათვალა, რომ ამის საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთი დაზარალებულის უფლებამონაცვლე, გარდაცვლილი მარად ართმელიძის მამაც დაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები